„ჩინეთი და ეგვიპტე კარგი მეგობრები არიან, რომლებიც იზიარებენ მსგავს მიზნებს და განვითარებისა და საერთო კეთილდღეობისთვის ერთად მუშაობენ” – ჩინეთის პრეზიდენტი

„ჩინეთი და ეგვიპტე კარგი მეგობრები არიან, რომლებიც იზიარებენ მსგავს მიზნებს და განვითარებისა და საერთო კეთილდღეობისთვის ერთად მუშაობენ”,-  აღნიშნული განცხადება გააკეთა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა მადბულთან პეკინში შეხვედრაზე.

„ჩინეთი და ეგვიპტე კარგი მეგობრები არიან, რომლებიც იზიარებენ მსგავს მიზნებს და განვითარებისა და საერთო კეთილდღეობისთვის ერთად მუშაობენ. ამჟამად, საერთაშორისო და რეგიონული ვითარება ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, მსოფლიო ისეთი სისწრაფით იცვლება, რომელიც ბოლო საუკუნის განმავლობაში არავის უნახავს“, – განაცხადა სი ძინპინმა, რომლის კომენტარს ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი ავრცელებს.