“ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადადგომის შესახებ განცხადება უკრაინის უმაღლეს რადას გადავეცი“ – ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის უმაღლეს რადას მიმართავს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მისი განცხადება მიიღოს.

„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადადგომის შესახებ განცხადება უკრაინის უმაღლეს რადას გადავეცი“, – აცხადებს რეზნიკოვი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, მზადაა მისი მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინოს.

განცხადებაში რეზნიკოვმა აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის 50%-ზე მეტი უკვე გათავისუფლებულია და უკრაინელი დამცველები ყოველდღე წინ მიიწევენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.