ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსება რომც შესთავაზონ, ამაზე უარს იტყვიან – ალეკო ელისაშვილი

ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსება რომც შესთავაზონ, ამაზე ერთმნიშვნელოვნად უარს იტყვიან – ეს განწყობა რომ იციან, არც არავინ გვთავაზობს, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ამერიკული ბაზა თავისთავად უსაფრთხოების სერიოზული გარანტია იქნებოდა.

„დადასტურდა, რომ ამერიკულ ბაზის საქართველოში განთავსების თემა სერიოზული არ იყო და კიდევ ამაზე რომ ვლაპარაკობთ, არც ეს არის სერიოზული. აშშ-ს საელჩომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ არასდროს ამაზე საუბარი არ ყოფილა. მეც გამოვრიცხავ, რომ ამ ეტაპზე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამაზე საუბარი ყოფილიყო“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.