„იმაზე საუბარს, ოპტიმისტურად თუ პესიმისტურად ვარ განწყობილი, არ ვაპირებ, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ კვლავინდებურად მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა და უკრაინული პროდუქციის ექსპორტი აღდგეს” – გაეროს გენერალური მდივანი

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერიშის განცხადებით, ის მზად არის ყველაფერი შესაძლებელი გააკეთოს შავის ზღვის ინიციატივის აღსადგენად და გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეთანხმების ყველა მხარესთან ამ საკითხის განხილვას აპირებს.

აღნიშნულის შესახებ ანტონიო გუტერიშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, მომავალ კვირას ის უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის, თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს მიიღებს და მათთან ამ საკითხზე მსჯელობას გეგმავს.

„იმაზე საუბარს, ოპტიმისტურად თუ პესიმისტურად ვარ განწყობილი, არ ვაპირებ, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ კვლავინდებურად მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა და უკრაინული პროდუქციის ექსპორტი აღდგეს. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას რუსული აგროპროდუქციის და სასუქის ექსპორტის შემსუბუქებისთვის სასანქციო რეჟიმის ფარგლებში”, – განაცხადა გუტერიშმა.