“ყველა სტიქიის დაბრალება ხელისუფლებაზე, ან ვინმეზე ცოტა არ იყოს შიზოფრენიის ნიშნებია” – ალექსანდრე კობაიძე

ველა სტიქიის დაბრალება ხელისუფლებაზე, ან ვინმეზე ცოტა არ იყოს შიზოფრენიის ნიშნებია, -ამის შესახებ  ამის შესახებ უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტიქიური უბედურებებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა სიბეცეა.

“მემგონი ისტერიაში ვართ და ვერ ვათვიცნობიერებთ. ყველა სტიქიის დაბრალება ხელისუფლებაზე, ან ვინმეზე ცოტა არ იყოს შიზოფრენიის ნიშნებია. წვიმა, ქარი, მიწისძვრა და სხვა, თუ თქვენ მაგას ფიქრობთ, რომ ოპოზიციის წისქვილზე ასხავს წყალს და ამით ცდილობთ პოლიტიკური ქულების დაწერას, ცოტა არიყოს და ეს სიბეცეა… ადეკვატურობა არ დავკარგოთ, ადეკვატურობა!!!” –აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.