“არ ვიცით იქ უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა არც საკუთარი ტერიტორიებით” – ოლეგ ნიკოლენკო

არ ვიცით უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა საკუთარი ტერიტორიებით არ ვაჭრობს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო „ფეისბუქის” პირად გვერდზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ბოლო განცხადებების საპასუხოდ წერს.

“რეალურად უკვე ნერვიულობა დავიწყეთ, რომ ვიქტორ ორბანს დიდი ხანია არ მოუწოდებია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების შეწყვეტისკენ და რუსეთის აგრესიის დაკანონებისკენ. უკვე ეჭვიც კი გვეპარებოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციის თანმიმდევრულობაში. არ ვიცით იქ უნგრეთში როგორ ხდება, მაგრამ უკრაინა არც საკუთარი ტერიტორიებით და არც საკუთარი სუვერენიტეტით არ ვაჭრობს და მსოფლიოც არ ივაჭრებს,” – წერს ნიკოლენკო.