“როგორც შოვი არ ბრალდება დაზარალებულებს, ეგრე სანიაღვრეები არ ბრალდება გარემოვაჭრეებს” – ანა დოლიძე

როგორც შოვი არ ბრალდება დაზარალებულებს, ეგრე სანიაღვრეები არ ბრალდება გარემოვაჭრეებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

„ჰოპლა! იფიქრეს და მოიფიქრეს რომ არ ღირს წყალდიდობის დაბრალება „ნაციონალებისთვის“. „გაცვდა. მაშ რა ვქნათ?!“- იკითხა 15 ათას ლარიანმა პიარ კონსულტანტმა? „ხალხს დავაბრალოთ და მოდი ყველაზე მოწყვლად ხალხს, რომელსაც ყველაზე ნაკლები ხმა აქვს პოლიტიკაში: გარემოვაჭრეებს შევტენოთ სანიაღვრეების პრობლემა!“ მაგარი სამარცხვინოები ხართ თქვენ, ,,ოცნება“! არ გაგივათ! როგორც შოვი არ ბრალდება დაზარალებულებს, ეგრე სანიაღვრეები არ ბრალდება გარემოვაჭრეებს.“– განაცხადა ანა დოლიძემ.

მის  განცხადებას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.