“არ მესმის იმპიჩმენტის საფუძველი” – დენიელ ფრიდი

“არ მესმის იმპიჩმენტის საფუძველი, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, – ამის შესახებყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა და „ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელმა, დენიელ ფრიდმა განაცხადა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელსაც წლების განმავლობაში ვიცნობ და ის საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი, თანმიმდევრული დამცველია და ბიძგს აძლევს ამას, – აღნიშნა ფრიდმა.

მისივე თქმით, ევროკავშირში საქართველოს მომავალი უფრო მეტად არის საქართველოს ხელში.

“ევროკავშირში საქართველოს მომავალი უფრო მეტად არის საქართველოს ხელში, ვიდრე ბევრი ადამიანი ამას აცნობიერებს. ევროპა უპასუხებს რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს “ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “საქართველოსთვის”, მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებს მთავრობა და მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისთვის, რომ ააშენოს სამართლებრივი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტების ქვეყანა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს და უზრუნველყოფს მის ადგილს ევროპულ ერთა ოჯახში”, – აღნიშნა დენიელ ფრიდმა.