” „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად არ ენდობა საკუთარ თავს, ალბათ, საკუთარ ხელებსაც არ ენდობიან და ეშინიათ, რომ თითი მიეჭირებათ ღილაკზე იმპიჩმენტის საკითხის გადაწყვეტის დროს” – შალვა პაპუაშვილი

ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად არ ენდობა საკუთარ თავს, ალბათ, საკუთარ ხელებსაც არ ენდობიან და ეშინიათ, რომ თითი მიეჭირებათ ღილაკზე იმპიჩმენტის საკითხის გადაწყვეტის დროს, –  ამის შესახებ ასე  პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  პრეზიდენტისთვის ვერდიქტი არა პარლამენტის გადაწყვეტილება, არამედ საკონსტიტუციო გადაწყვეტილება იქნება.

„ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად არ ენდობა საკუთარ თავს, ალბათ, საკუთარ ხელებსაც არ ენდობიან და ეშინიათ, რომ თითი მიეჭირებათ ღილაკზე იმპიჩმენტის საკითხის გადაწყვეტის დროს. მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, ვის მიეცით მანდატი, ვინ წარმოგადგენთ თქვენ, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის გვერდში მყოფ ადამიანებს არ ენდობიან? საკუთარ თავს არ ენდობიან, რომ იქ შემთხვევით ხელი არ წაუცდეთ და ღილაკს თითი არ მიაჭირონ? ყველას ვამშვიდებ, არავინ არავის გადაბირებას არ აპირებს. რაც შეეხება პარლამენტის გადაწყვეტილებას, ეს მეასეხარისხოვანია სასამართლოს დასკვნასთან დაკავშირებით. მთავარი ამ საკითხში არის საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო რასაც იტყვის, ის იქნება ვერდიქტი. და თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თან უხეშად, განზრახ შეიჭრა სხვა სახელისუფლებო შტოს უფლებამოსილებაში, მიითვისა სხვისი უფლებამოსილება. ამას თუ დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო, ამაზე დიდი განაჩენი და ვერდიქტი პრეზიდენტისთვის არ არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.