“„ეროვნული ბანკი გაუქმებულია, არსებობს ბიძინა ივანიშვილის  ორი ბანკი საქართველოში, ერთი არის „ქართუ“, მეორე ეროვნული ბანკი” – სალომე სამადაშვილი

ეროვნული ბანკი გაუქმებულია, არსებობ ბიძინა ივანიშვილის  ორი ბანკი: „ქართუ” და მეორე ეროვნული ბანკი, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა  სალომე სამადაშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით , პროფესიონალ ხალხის წასვლა ეროვნული ბანკიდან იზეიმა „ქართულმა ოცნებამ“, რადგან თავის პროტექციის ქვეშ და ზოგ შემთხვევაში რუსეთთან კავშირში ეჭვის მქონე ადამიანები დანიშნეს საბჭოს წევრებად.

„ეროვნული ბანკი გაუქმებულია, არსებობს ბიძინა ივანიშვილის  ორი ბანკი საქართველოში, ერთი არის „ქართუ“, მეორე ეროვნული ბანკი, არ ვიცი შეიძლება სხვასაც ფლობს, მაგრამ ეროვნული ბანკი როგორც ინსტიტუცია, აღარ არსებობს. ამიტომ არის, რომ ევროკავშირი და ყველა მეგობარი გვეკითხება – „რას აკეთებთ?” ევროპული სტანდარტი არის დამოუკიდებლობა და თქვენ გამოაცხადეთ, რომ თქვენი ეროვნული ბანკი ფორმალურად არსებობს როგორც სახელმწიფო უწყება. ამიტომ კვირის დასაწყისში უფრო მაღალი შანსი არსებობდა, მიეღო ქვეყანას სტატუსი, ვიდრე დღეს არის ამის შანსი. პროფესიონალი, მცოდნე ხალხის წასვლა ეროვნული ბანკიდან იზეიმა „ქართულმა ოცნებამ“, რადგან თავის პროტექციის ქვეშ და ზოგ შემთხვევაში რუსეთთან კავშირში ეჭვის მქონე ადამიანები დანიშნეს საბჭოს წევრებად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.