ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით კანადაში ჩავიდა, – ინფორმაციას კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ოფისი ავრცელებს.

“ლიდერები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინელ ხალხს შეეძლოს დაიცვას თავი რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრისგან. კანადა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება“, – აცხადებენ ჯასტინ ტრუდოს ოფისში.

ლიდერები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცების გაგრძელებას ითვალისწინებს. ასევე, ზელენსკი კანადის პარლამენტში სიტყვით გამოვა