სულიწმიდის მადლი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენთაგანს

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე სრულიად საქართველოს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია, დღე, როცა სამება გაცხადდა. ნათლისღება მართლმადიდებელი ადამიანისთვის ერთ-ერთი უდიდესი დღეა.

ამ დღეს იოანე ნათლსიმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება.

განვიწმინდოთ სული ჩვენი და მივიღოთ საუკუნო სიკეთე, რომლისაცა ღირს-ვიქმნეთ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.

სრულიად საქართველოს გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს! სულიწმიდის მადლი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენთაგანს.

კომენტარის დატოვება