საჩუქარი საქართველოდან სტოკჰოლმის ქართულ ბიბლიოთეკას

2016 წლის 3 დეკემბერს სტოკჰოლმში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93-%e1%83%a8%e1%83%95/

ამ დღეებში ბიბლიოთეკამ საქართველოდან საჩუქრად ქართული წიგნები მიიღო. ორგანიზაცია დეიზის და ბიბლიოთეკის გამგეობა მადლობას უხდის პოეტს ლუარა ჭანტურიას და საქართველოს ქალთა საბჭოს ქართული ბიბლიოთეკის შევსებასა და გამრავალფეროვნებაზე.

-„უღრმესი მადლობა საბავშვო პოეტს, ქალბატონ ლუარა ჭანტურიას და საქართველოს ქალთა საბჭოს, განსაკუთრებით ქალბატონ ქეთევან გაბრუაშვილს, რომ კვლავაც აგრძელებენ ზრუნვას სტოკჰოლმის ქართული ბიბლიოთეკის შევსებასა და გამრავალფეროვნებაზე.

ქალბატონმა ლუარამ საკუთარი ლექსების რამდენიმე კრებული საჩუქრად გამოუგზავნა ჩვენს ნორჩ თანამემამულეებს. ამით პატარა ემიგრანტებს საშუალება ექნებათ მშობლიურ ენაზე იკითხონ ლექსები“-აცხადებს სტოკჰოლმში საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქეთევან ბაღათურია.

 

 

კომენტარის დატოვება