„მაქვს ამბიცია, ჩემი ლაგოდეხი იყოს საუკეთესო და მასზე ახალგაზრდები წინა თაობასთან ერთად ზრუნავდნენ“

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გოდერძი ბარბაქაძის ინიციატივით, საკრებულოს წევრ შოთა კურტანიძესთან, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის და შ.პ.ს ,,კეთილმოწყობის” სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ,,კაბლის” ბაზრის მიმდებარე ტერიტორის დასუფთავების აქცია გაიმართა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან ერთად პირადად ჩაება აქციაში და  შემდეგ მეგობრულად გაესაუბრა.

„თითოეული ჩვენგანის ვალია ვიზრუნოთ ჩვენს რაიონზე და შემავალ სოფლებზე, მის განვითარებასა და უკეთეს მომავალზე. ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს, გავუფრთხილდნენ გარემოს, ეზოს, ქუჩას, სოფელს, ქალაქს და ქვეყანას. მე მაქვს ამბიცია, ჩემი ლაგოდეხი იყოს ქვეყანაში ყველაზე სუფთა და მოვლილი და მასზე ჩემი თანაქალაქელები თავად ზრუნავდნენ.

მოგიწოდებთ ახალგაზრდებს გამოიჩინოთ ინიციატივა, შემოგვთავაზოთ აქციები, პროექტები და ყოველდღიურად გავაუმჯობესოთ, თუნდაც მცირედით, ჩვენი ლაგოდეხი და მასში შემავალი თემები, მე მზად ვარ თქვენს გვერდით ვიდგე, მიგულეთ მუდამ თქვენს სამსახურში უკეთესი ლაგოდეხისთვის!  ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ უკეთესი მომავლისთვის!“-უთხრა ახალგაზრდებს გოდერძი ბარბაქაძემ.

კომენტარის დატოვება