რასა იუკნევიჩენე – საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ახალი დასაწყისია, ეს ნიშნავს მეტ ანგარიშვალდებულებას, განსაკუთრებით მმართველი პარტიისთვის

საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ახალი დასაწყისია, ეს ნიშნავს მეტ ანგარიშვალდებულებას, განსაკუთრებით მმართველი პარტიისთვის, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩენე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ეს ასევე ნიშნავს ნაკლებ სიძულვილს პოლიტიკაში, გამჭვირვალე არჩევნებს, მედიის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც არის არა მტერი, არამედ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ელემენტი“, – წერს ევროპარლამენტარი.