“ნუთუ ასე დავსნეულდით? გამოკვეთილად არ მოიხსენიო ამ ომის თავი და თავი – რუსეთი?”

ზვიად კვაჭანტირაძე

“სამართლიანობისთვის”

-ნუთუ ასე დავსნეულდით, რომ ახლო წარსულის ობიექტურად შეფასების უნარი დავკარგეთ? აფხაზეთში 1992 ში გაჩაღებულ ომს როგორ უნდა უწოდო მხოლოდ “ძმათამკვლელი” ომი და გამოკვეთილად არ მოიხსენიო ამ ომის თავი და თავი – რუსეთი? ეს ალბათ იმ ახალი ნარატივიდანაა, ხომ? ( “მშვიდობით გავიმარჯვებთო”).

ომი არავის უნდა, არც ჩვენ, არც აფხაზებს, მაგრამ ვის უნდოდა და ვის უნდა გვახსოვს! თქვენ იქნებ არც გახსოვთ, მაგრამ ჩვენ გვახსოვს! ყველა და ყველაფერი გვახსოვს!