საზოგადოება

ქართული შემოდგომის ევროპული დღეები მარნეულში – CENN-ი გრანტიორებს ხვდება

ავტორი : მირანდა ფუტკარაია

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის  სოფლებში არაერთგან  ნახავთ მცირე ზომის აბრას, რომელიც CENN-ის პროექტში გამარჯვებულების შესახებ გვამცნობს.

CENN- მა შვეიცარული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის მხარდაჭერით  მცირე და საშუალო ფერმერებისთვის  მარნეულში გრანტები გასცა. პროექტმა 7 სოფელი მოიცვა და გრანტების სახით, ჯამში,  171 ათასი ლარი გაიცა. მიზანი  ფერმერების დახმარება, მათი ფიზიკური შრომის შემსუბუქება და ეკონომიკური გაძლიერება იყო.

გრანტიორებმა მიღებული რესურსით მეზობლების, მთელი სოფლის მხარდაჭერაც შეძლეს. სწორედ მათთან შეხვედრა და საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივების გაცნობა იყო 6 ოქტომბერს გამართული მედია ტურის მიზანიც.

მედია ტური სოფელ დიოკნისიდან დაიწყო. აქ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის არარსებობა უმნიშვნელოვანესი პრობლემა იყო. მას შემდეგ კი რაც თენგიზ შაინიძე CENN-ის ერთ-ერთი გრანტიორი გახდა, მოსავლის შეწამვლა და მიწის დაფრეზვა ადგილობრივებისთვის  სირთულეს აღარ წარმოადგენს. თენგიზ შაინიძე ახალი შენაძენის მნიშვნელობაზე საუბრობს:

როდესაც გავიგე გრანტის შესაძლებლობის შესახებ, დავწერე პროექტი.არ მოველოდი დაფინანსებას. დიდი მადლობა ამისათვის სენსდიდი მადლობა კომპანია სენს. ამ შენაძენმა დიდი როლი ითამაშა, არამარტო ჩემთვის არამედ მთელი სოფლისთვის. ძალიან კმაყოფილი ვართ მეც და მეზობლებიც. ტექნიკის გარეშე ვერაფერს ვაკეთებდით.  მარტო ჩემს სოფელში კი არა გვერდით სოფელშიც გადავდივარ და ვმუშაობ“- თენგიზ შაინიძე.   

დიოკნისში სულ 75 ოჯახი ცხოვრობს. ამ სოფელში CENN-ის კიდევ 2 გრანტიორი ჰყავს. ხათუნა შავიძე და დავით საგინაძე. ხათუნა შავიძეს სარწყავი წყლის პრობლემა მოუგვარდა.   ახლა წყლის მიწოდებაში ის მეზობლებსაც  ეხმარება. დავით საგინაძე კი  წვეთოვანი მორწყვის სისტემით იქნა უზრუნველყოფილი. ის ხაზს უსვამს, რომ მისი გეგმები, CENN-მა რეალობად აქცია:

„სენის პროექტში გათვალისწინებული იყო მოტობლოკი, ადაპტირებული ფრეზის საშუალებებით, 10 ტონიანი ავზი, რომელიც ერთი გავსებით უზრუნველყოფს  მთლიანი საკარმიდამოს (2500 კვ.მ) ერთჯერადად მორწყვას,  2 ტუმბო .

დავიწყე პატარა ამბიციით, რომელმაც ,საბოლოოდ, დიდი გეგმების დასახვის საშუალება მომცა. გამოჩნდა სენის პროექტი, რომელმაც ჩემი გეგმები რეალური გახადა“- დავით საგინაძე.

 

 

 

 

 

 

 

CENN-ის პროექტს უკავშირდება სოფელ წერეთელში ნათია ოქროპირიძის ბლის ინტენსიური ბაღის გაშენება. ის მარნეულში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოვიდა და ხეხილის გაშენება უკვე მესამედ დაიწყო:

2008 წლის შემდეგ ჩამოვედი მარნეულში და ცხოვრება დავიწყე თავიდან, გავაშენე ქლიავის და ატმის ბაღი, თუმცა , ამ პროცესში ბევრ სირთულეს წავაწყდი. სოფელ წერეთელში მესამედ დავიწყეთ ცხოვრება ახლიდან  და მზადება  ხეხილის  გაშენებისთვის. გამოცხადდა სენის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მივიღეთ დაფინანსება და განსხვავებული მიმართულებით დავიწყეთ ბლის გაშენებაგავაშენეთ ბლის ინტენსიური ბაღი, როელიც ბევრად ეფექტური და გარემოსთან  ეკომეგობრული. მიხარია, რომ ოცნება გამეშენებინა კარგი, თანამედორვე ბაღ, ამისრულეს“- ნათია ოქროპირიძე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში CENN-ის პროექტს 3 გრანტიორი ჰყავს: ნაირა ბოლქვაძე, ნინო ხარხელაური და გოჩა პაქსაძე (საინიციატივო ჯგუფი).

ნაირა ბოლქვაძე  ბოსტნეულ კულტურებს აწარმოებს და სასოფლო მეურნეობა აქვს. ქარსაფარი ზოლის არქონა, მას პრობლემებს უქმნიდა.  მის მოსაგვარებლად CENN-ის პროექტის გრანტიორობა გადამწყვეტი აღმოჩნდა:

CENN-ის პროექტის ფარგლებში მე გავაკეთე ქარსაფარი ზოლი. ქარები დასავლეთის მხრიდან ქროდა და ყოველწლიურად  მიზიანებდა სათბურს. დავიწყე, ასევე, წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების დაკალმება- გამრავლება. ამ პროექტმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ არამარტო ჩემთვის გავაკეთო ქარსაფარი ზოლი, არამედ მარადისში გავამრავლო ძალიან ბევრი მცენარე . გავამრავლებ , გავზრდი მცენარეებს და შემდეგ მთელ სოფელს დავეხმარები, რომ გააკეთოს თავის ნაკვეთზე მცირე ქარსაფარი ზოლი“- ნაირა ბოლქვაძე.

სოფელ მარადისში , CENN-ის  დახმარებით  დეკორატიული მცენარეების  პოლიკარბონატის სათბური აქვს  ნინო ხარხელაურს. მას პროექტის გრანტიორობამ  ახალი მიზნების და გეგმების დასახვისკენ გაუხსნა გზა.

„აქ ვაპირებთ გავაკეთოთ სანერგე მეურნეობა დეკორატიული ყვავილოვანი მცენარეების და გავყიდოთ როგორც ჩითილის სახით ასევე, მზა მცენარეების სახით. გვაქვს მეორე სათბურიც, სადაც ჩითილს გადავიტანთ ქოთნებში და მოხდება მისი რეალიზაცია. მარნეული გამოირჩევა თავისი შედარებით  რბილი  კლიმატით, რაც საშუალებას გვაძლევს საადრეო  მცენარეები გვქონდეს“- ნინო ხარხელაური.

ამავე სოფელში  გოჩა პაქსაძესთვის ჭის მოწყობა, სარწყავი წყლით უზრუნველყოფაც CENN-ის სახელს უკავშირდება.

სოფელ წითელსოფელში CENN-ის გრანტიორი არტურ ნაზარიანია . მისთვის ხეხილის ბაღის მორწყვა სხვადასხვა სირთულესთან იყო დაკავშირებული. წვეთოვანი მორწყვის სისტემის საშუალებით კი მას ნაკლები ფიზიკური და ფინანსური რესურსი ეხარჯება, შედეგი კი ბევრად ეფექტურია.

 „ჩავერთე  სენის პროექტში, გაშენდა წვეთოვანი  სარწყავი სისტემა, რითიც ბევრად გაგვიადვილდა მორწყვის პროცესი. მანამდე ირწყვებოდა თვითდინებით და ფიზიკური შრომაც მეტი უნდოდა. ახლა ნერგები უკეთესად იზრდება და ირწყვება ,ვიდრე აქამდე“ – არტურ ნაზარიანი.

მედია ტურმა სოფელ ახლოლალოც მოიცვა. აქ მახირ მამედოვის შესანახ-სამაცივრე მეურნეობაში მზის პანელები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის ერთ-ერთი გრანტიორი გახდა.

“კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” მენეჯერი ჯიმშერ კოშაძე ამბობს, რომ  მარნეულში სულ 15 პროექტი დაფინანსდა. ის დაფინანსებული  პროექტების მნიშვნელობას უსვამს  ხაზს:

პროექტი  “კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” ოთხი წელია, ხორციელდება. მისი  მიზანია  მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობისათვის შემოსავლების შექმნა კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი და გარემოსადმი მეგობრული სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიების ხელშეწყობის გზით. მარნეულში სულ 15 პროექტი დაფინანსდა. აქ არის ძირითადად ისეთი პროექტები, რომლებიც სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. ჩვენი მიზანი იყო სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობა გაგვეზარდა და დაგვენერგა მორწყვის თანამედროვე რესურსდამზოგავი ტექნოლოგიები – ჯიმშერ კოშაძე.

მედია ტურის ფარგლებში მედიის  და  CENN-ის წარმომადგენლები  მარნეულის 5 სოფელს სტუმრობდნენ.  ღონისძიება პროექტის  “კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” პროექტის ფარგლებში მოეწყო. მან მედიის წარმომადგენლებს საშუალება მისცა  კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკებს გაცნობოდნენ.