ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციის შეჩერება ყოველთვის ადვილია, მაგრამ შემდეგ რას ვეუბნებით ადამიანებს, როდესაც ყოველდღიური სიკვდილიანობა გვაქვს კოვიდის გამო

„გუშინდელი შემთხვევა ძალიან მძიმე დაღია თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელიც დღეს ზოგადად, მედიცინაში არის, განსაკუთრებით კი კოვიდთან ბრძოლის პროცესში მყოფი ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ემოციურად ძალიან მძიმეა, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს ცივი გონებით აწონით, იმ სარგებელთან, იმუნიზაციასთან, რომელმაც უნდა დაასრულოს კოვიდთან ბრძოლის პროცესი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კოვიდთან ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე 60-70-პროცენტიანი ფენა არ ჩამოყალიბდება.

„გუშინ ძალიან რთული იყო საბჭოზე მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება, შეჩერებულიყო თუ გაგრძელებულიყო იმუნიზაცია. შეჩერება ყოველთვის ადვილია, მაგრამ შემდეგ რას ვეუბნებით ადამიანებს, როდესაც ყოველდღიური სიკვდილიანობა გვაქვს კოვიდის გამო. ხშირად ეს არის ჩვენი, სამედიცინო მუშაკების ხვედრი, შენ შეიძლება დაიღუპო, მაგრამ სხვას მისცე გადარჩენის საშუალება. ეს ძალიან მძიმე ფაქტია, განსაკუთრებით ოჯახისთვის, ასევე იმ მხარისთვის, სადაც გოგონა მოღვაწეობდა, მაგრამ სხვა ალტერნატივა, რომ ქვეყანაში იმუნიზაცია არ გაგრძელდეს, არ არის. უნდა გაგრძელდეს და თქვენ უნდა გთხოვოთ, რომ ამ კამპანიაში კიდევ მეტად, ფართოდ ჩაერთოთ. რაც მეტი აიცრება ქვეყანაში, მეტად დაზღვეული იქნება საზოგადოება, რომ ახალი ფატალური შედეგები არ გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.