გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი – ევროპას მესამე ტალღის პრევენციისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა არ აქვს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს, რომ ევროპას მესამე ტალღის პრევენციისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა არ აქვს.

„სიტუაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ევროპაში არ არის საკმარისი რაოდენობის ვაქცინები იმისთვის, რომ მხოლოდ ვაქცინაციის საშუალებით მესამე ტალღის შეჩერება მოხდეს“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

გერმანიამ, იტალიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება განაახლეს.