ქუთაისში ახლად დაგებულ ფილებს ისევ იღებენ

დავით ცხვარაძე

ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე ახლად დაგებული გზის ნაწილის აყრა მიმდინარეობს. პრობლემას აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის არარსებობა წარმოადგენს, გზა რომელიც სულ რამდენიმე დღეა გაიხსნა, მოქალაქეების მხრიდან კრიტიკის ობიექტი მალევე გახდა, თუმცა შესაბამისმა სტრუქტურებმა სანიაღვრე სისტემის გაყვანა ახლა დაიწყეს, სწორედ მაშინ, როდესაც გზა მოწესრიგდა და დადიანის ქუჩას წლების წინ მოუგვარებელი პრობლემა ნაწილობრივ მოუგვარდა.

დღეს არსებულ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა გაყავთ, დაგებულ გზაზე კი ახლა სანიაღვრე სისტემის გასაყვანად ფილების აყრა მიმდინარეობს.

ფოტოები ადგილიდან:

1 14285736_317997891896431_1177710157_o 14339365_317997875229766_15351742_o 14340037_317997865229767_1496793498_o 14374717_317997895229764_1417094125_o

კომენტარის დატოვება