პროგრამა 1+4 – ახალგაზრდებისთვის ფართო გზა წარმატებისკენ…

ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი

-დავამტკიცეთ საჯარო უწყებებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა და წესი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის, კერძოდ 1+4 პროგრამის მონაწილე დამამთავრებელი კურსების სტუდენტებისა და ამ პროგრამის კურსდამთავრებულთათვის!

ვფიქრობ, ამით გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წარმატებული სამოქალაქო ინტეგრაციისკენ და ჩვენი მოქალაქეების თანასწორობისკენ, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობისაკენ!

ამ ახალგაზრდებმა შეისწავლეს სახელმწიფო ენა, ეუფლებიან ცოდნას უმაღლეს სასწავლებლებში და დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით მიიღებენ დიდ გამოცილებას, შეიძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს და გამოავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს, რომ მომავალში იყვნენ კიდევ უფრო წარმატებული პროფესიულ საქმიანობაში!

მინდა მათ ვუსურვო წარმატებები, მოვუწოდო აქტიურობისა და ჩართულობისკენ. ვიცი, რომ არის მაღალი ინტერესი, რადგან საპილოტე პროგრამა უკვე განვახორციელეთ წლის დასაწყისში და 65 სტაჟიორმა წარმატებით მიიღო პრაქტიკა 20 საჯარო უწყებაში.

მიხარია, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებულ ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროფესიულ საქმიანობაში სხვადასხვა საჯარო უწყებაში!

https://www.facebook.com/SMRCEgeorgia/videos/1524151590973361/?hc_ref=ARS36lI3p8mEhySuGuwT8JVM4pT2vIsZBcJZFjrfIfYykMWC6Z3t9Zv13Pe1sAs_fuU&pnref=story