საქართველოს ბანკს 2400 მცირე და მიკრო ბიზნესის კლიენტი დაემატება

“საქართველოს ბანკი” “პროკრედიტ ბანკის” მიკრო და მცირე ბიზნესის პორტფელს ყიდულობს

 “საქართველოს ბანკი” “პროკრედიტ ბანკის” მიკრო და მცირე ბიზნესის პორტფელს ყიდულობს. როგორც ბანკში ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, გარიგება უკვე მიღწეულია, თუმცა მისი ღირებულება ჯერ-ჯერობით არ სახელდება.

შედეგად საქართველოს ბანკს 2400 მცირე და მიკრო ბიზნესის კლიენტი დაემატება, რომელთა სესხების საერთო მოცულობა დაახლოებით 120 მილიონია. გარიგება უმეტესად 100 000 დოლარზე ნაკლებ სესხებს შეეხებათ.

„გადაწყვეტილება საქართველოს ბანკის სტარტეგიის ნაწილია, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების სასეხო პორტფელის გაზრდას გულისხმობს“, – ვკითხულობთ BGEO-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

წყარო: businesscontract.ge

კომენტარის დატოვება