ჯოზეფ ბორელმა ისრაელისა და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრები მასკატში გასამართ შეხვედრაზე მიიწვია

ისრაელისა და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრები მასკატში გასამართ შეხვედრაზე მოვიწვიე,- ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

„მე მოვიწვიე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას შეუერთდეს, რომელიც დღეს გაიმართება. ასევე, მოვიწვიე პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელსაც საშუალება მიეცემა პალესტინის პოზიციების შესახებ ისაუბროს“, – წერს ბორელი „ტვიტერის“ გვერდზე.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დღეს ომანის დედაქალაქ მასკატში შედგება.