„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის საქმე” – ანა წითლიძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის საქმე, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ლევან ხაბეიშვილის შეცვლა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, წითლიძე პასუხობს, რომ  ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ამას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, როცა პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს ამოეწურება უფლებამოსილება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის საქმე. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. 11 წლის განმავლობაში ბევრი ასეთი შემთხვევა ყოფილა – დიდი პარტიაა, ცოცხალი ორგანიზმია, ეს პროცესები ნორმალურია და ნორმალურია ისიც, თუ ვინმე გადაწყვეტს არ იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა პროცესიდან გამარჯვებული გამოსულა და გამოვა გამარჯვებული,“- განაცხადა წითლიძემ