“ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული დაცვით” – შარლ მიშელი

ევროკავშირის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ავრცელებს.

„ამ კონფლიქტს ბევრი შედეგი აქვს, მათ შორის ჩვენთვის ევროკავშირში. კონფლიქტს შეიძლება ჰქონდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული შედეგები ჩვენი საზოგადოებებისთვის“, – აღნიშნა მიშელმა.

მისი თქმით, ომს აქვს პოტენციალი გააუარესოს დაძაბულობა თემებს შორის და გააძლიეროს ექსტრემიზმი ევროპაში და არსებობს მიგრაციისა და ხალხის დიდი ნაკადის მეზობელ ქვეყნებში გადაადგილების დიდი რისკი.

მისი თქმით, ლიდერები განიხილავენ გზებს, რათა დაეხმარონ სამოქალაქო პირებს და ითანამშრომლონ ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

შარლ მიშელის თქმით, ის გმობს სასტიკ ტერაქტებს და რომ “ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული დაცვით”.