“კენჭისყრის პროცესში ჩვენ გავითვალისწინებთ პრეზიდენტის თხოვნას, რაც შეეხება მანამდე პროცედურას, ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანი და გაუგებარია” – ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

“კენჭისყრის პროცესში ჩვენ გავითვალისწინებთ პრეზიდენტის თხოვნას, რაც შეეხება მანამდე პროცედურას, ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანი და გაუგებარია” – ასე გამოეხმაურა “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის იმიჩმენტის პროვედურის დაწყებას.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომელიც წამოიწყეს პრეზიდენტის მიერ ევროპული გზის ადვოკატირების საწინააღმდეგოდ, არის „ქართული ოცნების” ხელით რუსული გეგმის განხორციელება, რათა ქვეყანამ ვერ მიიღოს სტატუსი. კენჭისყრის პროცესში ჩვენ გავითვალისწინებთ პრეზიდენტის თხოვნას, რაც შეეხება მანამდე პროცედურას, ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანი და გაუგებარია. ვფიქრობ, ეს უნდა ყოფილიყო სხვაგვარად დაგეგმილი პროცესი და სხდომა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, შევხედავთ, რაც შეეხება კენჭისყრას, გავითვალისწინებთ პრეზიდენტის თხოვნას,”– განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.