“კენჭისყრამდე ავდგები და გამოვალ სხდომიდან, მანამდე, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული, ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას” – ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

“კენჭისყრამდე ავდგები და გამოვალ სხდომიდან, მანამდე, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული, ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას”,- ასე გამოეხმაურა “მოქალაქეების” დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საქართველოს პარლამენტში დღეს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.

“კენჭისყრამდე ავდგები და გამოვალ სხდომიდან, მანამდე, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული, ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას. მე მაინც ამ დრომდე მგონია, რომ “ქართული ოცნება” თავს იკატუნებდა და სინამდვილეში 100 ხმის შეგროვებისთვის ემზადებოდა, თუ ეს ასე არ მოხდა, პრეზიდენტი პრეზიდენტად დარჩა და საღამოსკენ არ გადაირჩიეს, ძალიან გამიკვირდება და ვერ ვხვდები, მაშინ ეს ყველაფერი “ქართულმა ოცნებამ” რატომ წამოიწყო? ჩემი ღრმა რწმენით, ამ ხნის განმავლობაში ზუსტად იმით იყვნენ დაკავებული, რომ ხმების მობილიზება მოეხდინათ იქიდან, ყველაზე დიდი ფრაქცია სადაცაა და სხვადასხვანაირი ხალხია. გამოცდილებაც გვიჩვენებს, ერთი ხმა გუშინაც გავარდა ოპოზიციიდან. ყველა ქვას აგდებს და თავს უშვერს, მე არ ვყოფილვარო და არ ვიცი. ვფიქრობ 10 ხმა არ უნდა იყოს პრობლემა “ქართული ოცნებისთვის”, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი მონდომებულები იყვნენ და არიან. 8 ოპოზიციონერი დეპუტატია პარლამენტში, რომელსაც ამ დრომდე ხმა არ ამოუღია, სიტყვა რომ არასოდეს გითქვამს, ე.ი. სხვა რამისთვის ხარ შემოსული, სხვა მოტივები გაქვს, ოპოზიციონერებზე ვლაპარაკობ, არა “ქართული ოცნების” მაჟორიტარებზე, რომლებიც თავს ბიზნეს მფრაველობენ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.