“თავიდანვე ვამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას, ამის ამსახველი სურათია დღეს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი” – ირაკლი კობახიძე

“თავიდანვე ვამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას, ამის ამსახველი სურათია დღეს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი,”-  ამის  შესახებ დღეს პარლამენტში “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, დღეს ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ჩავარდება. ქალბატონ სალომეს კონსტიტუციის დარღვევა წინასწარ ჰქონდა გავლილი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“.

ბუნებრივია, იმპიჩმენტს არ ექნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ჩავარდება დღეს იმპიჩმენტი, მაგრამ რას ვიღებთ? – ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ რამეს ვიღებთ, პირველ რიგში, ჩვენ შევინარჩუნეთ კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს სწორი პრაქტიკის ჩამოყალიბებას სამომავლოდ, ამას ჰქონდა სერიოზული სახელმწიფოებრივი, პრევენციული ეფექტი, დადგინდა დარღვევა იქ, სადაც უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვიღებთ მათ შორის, იმ სურათით, რაც დღეს აქ გვაქვს – ლუსტრაცია იმ ალიანსისა, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორისაა.

ამაზე მეტი ლუსტრაცია რა გინდათ? პირდაპირ ალიანსშია. თავიდანვე ვამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას, ამის ამსახველი სურათია დღეს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი.

უფრო მეტიც, გუშინწინ, წარმოიდგინეთ, ასეთი რაღაც თქვა, ძლიერი სურათი რომ დავდგათ, თქვენ გარეთ დარჩით, მე ვიქნები მარტო დარბაზშიო, „კარტინკაზეც“ კი ერთად თანხმდებიან სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“, იმ დონეზე ღრმად არიან ერთმანეთთან ალიანსში შესული“, – განაცხადა კობახიძემ.