“ბიუჯეტით განხორციელება უკანონო ვიზიტის იქნება პირდაპირ დანაშაულის ნიშნების შემცველი და თუ პირადი სახსრებით განახორციელებს, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების და კონსტიტუციის უხეში დარღვევა” – ანრი ოხანაშვილი სალომე ზურაბიშვილს

“ბიუჯეტით განხორციელება უკანონო ვიზიტის იქნება პირდაპირ დანაშაულის ნიშნების შემცველი და თუ პირადი სახსრებით განახორციელებს, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების და კონსტიტუციის უხეში დარღვევა”,- აღნიშნული განცხადება გააკეთა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

„რაც შეეხება შესაძლო დანაშაულის ჩადენას, იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული იქნება ჩადენილი, დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი წარმოება, თუმცა, იმუნიტეტის პირობებში, იქამდე ვიდრე კონკრეტული პირი თანამდებობაზეა, ვერ მოხდება სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ეს სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომ. იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი ჩაიდენს დანაშაულს და ვერ მოხდება მისი თანამდებობიდან გადაყენება იმპიჩმენტის წესით, სამართლებრივი რეაგირება განხორციელდება მისი უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ. ის პირადი სახსრებით განახორციელებს ვიზიტს თუ სახელმწიფო სახსრებით, ეს ორი განსხვავებული მოცემულობაა. ბიუჯეტით განხორციელება უკანონო ვიზიტის იქნება პირდაპირ დანაშაულის ნიშნების შემცველი და თუ პირადი სახსრებით განახორციელებს, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების და კონსტიტუციის უხეში დარღვევა. არ გამოგრჩეთ, რა თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ – სამ ვიზიტში რომ წავიდა სალომე ზურაბიშვილი პირადი სახსრებით, როგორც ამას თვითონ ამბობს, სასამართლომ თქვა, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. პირადი სახსრებით დაფინანსება ლეგიტიმაციას ვერ სძენს უკანონობას, ამით ვერ აკანონებს უკანონობას. ამიტომ თუ პირადი სახსრებით გამოიყენა, ეს არ მიიჩნევა კანონიერად. პროკურატურის სახელით ვერ ვისაუბრებ და პროკურატურის გადასაწყვეტი იქნება კონკრეტულ შემთხვევაში რა რეაგირება უნდა განხორციელდეს,”– განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.