“ჩვენ გვსურს სიმშვიდე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და ეს კანონიც ამ მიზანს უკავშირდება” – ირაკლი კობახიძე

“ჩვენ გვსურს სიმშვიდე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და ეს კანონიც ამ მიზანს უკავშირდება”,- აღნიშნული განცხადება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააჟღერა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

„თქვენ იცით კონტექსტი რა არის – გახსოვთ აკერმანის ტრენინგები, კანვასის ტრენინგები, მანამდე ივნისში და მარტში რევოლუციის მცდელობა. ვინც გააპროტესტა ან გააპროტესტებს ამ კანონპროექტს, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების მოწესრიგებას უკავშირდება, ყველა არის რევოლუციური სცენარის მხარდამჭერი.  სალომე ზურაბიშვილს ისედაც ჰქონდა განცხადებები, რომ არის რევოლუციის მხარდამჭერი, ყველა სხვა ვინც გააპროტესტებს ამ კანონს, პირდაპირ აღიარებს, რომ სურს რევოლუცია ამ ქვეყანაში. ჩვენ გვსურს სიმშვიდე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და ეს კანონიც ამ მიზანს უკავშირდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.