“ეს არის ძალიან კონკრეტული შემთხვევა, როცა ხელისუფლება მანიპულირებს და ცდილობს ევროკავშირის დირექტივის საფარქვეშ შემოაპაროს რეპრესიული მექანიზმი” – ანა ნაცვლიშვილი

“ეს არის ძალიან კონკრეტული შემთხვევა, როცა ხელისუფლება მანიპულირებს და ცდილობს ევროკავშირის დირექტივის საფარქვეშ შემოაპაროს რეპრესიული მექანიზმი,”- ასე ეხმაურება პოლიტიკური პარტია “ლელოს” ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაკავშირებულ ცვლილებებს.

„ჩვენ ვნახეთ მსგავსი ტიპის კანონი როგორ მუშაობს მაგალითად, რუსეთში, იქ ამ კანონის გამოყენება არ მომხდარა ექსტრემისტული ჯგუფების შესაბოჭად, რაც იყო გაცხადებული მიზანი იქაც. მსგავსი კანონი გამოყენებული იყო დამოუკიდებელი აზრის ჩასახშობად და პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის. ეს არის ძალიან კონკრეტული შემთხვევა, როცა ხელისუფლება მანიპულირებს და ცდილობს ევროკავშირის დირექტივის საფარქვეშ შემოაპაროს რეპრესიული მექანიზმი. ფაქტი, რომ არსებობს დირექტივა სწორია, მაგრამ ის, რომ ეს კანონი ასრულებს დირექტივას ისე, როგორც ეს არის დირექტივის სულისკვეთება, არასწორია“,– განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.