“ჭორები და სპეკულაციები … ჩვენ ზეგ ვამტკიცებთ პრემიერ-მინისტრს…”

ირაკლი კობახიძე:  პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე ჭორები და სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია, ჩვენ მთავრობას ზეგ ნდობას გამოვუცხადებთ

„პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომაზე ჭორები და სპეკულაციები ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ჩვენ  ზეგ  ვამტკიცებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ხვალ წარედგინება და შეხვედრებში მონაწილეობას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი მიიღებს.

„პარლამენტს ხვალ წარედგინება, უშუალოდ, მთავრობის შემადგენლობა, გაიმართება საკომიტეტო განხილვები, შემდეგ შედგება შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან და ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს უშუალოდ პრემიერ-მინისტრი. და ამის საფუძველზე, ზეგ უკვე, პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს მთავრობის შემადგენლობას. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ჭორებს, ჭორებსაც ვერ დავარქმევ ამ ყველაფერს შესაძლო გადადგომის თაობაზე, ეს, ბუნებრივია, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ჩვენ  ზეგ  ვამტკიცებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას. შესაბამისად,  ყოველგვარი ჭორები ამასთან დაკავშირებით და სპეკულაციები არის მოკლებული ყოველგვარ საფუძველს,- “განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.