საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი

12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენებასთან ერთად უკვე მეორე წელია საქართველო ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს.

“გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს, ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლოს წილხვედრად აღყვანებას.

უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ იმოქმედებს, ასევე, საქართველო სხვა ერების ცხოვრებაზე,” – განაცხადა ილია მეორემ.