ბავშვებმა ძაღლი სიკვდილს გადაარჩინეს – გულია მთავარი, ის კი იმდენნაირია ქვეყნად…..

დავით ცხვარაძე

ქუთაისში, მდინარე რიონში ჩავარდნილი ძაღლი ბავშვებმა სიკვდილს გადაარჩინეს. მდინარე რიონში ჩავარდნილი ძაღლი დინებამ იგი რამდენიმე მეტრზე გაიყვანა, თუმცა მისი სიცოცხლე ბავშვებმა იხსნეს.

მოზარდებმა ცხოველი წყლიდან დიდი წვლების შემდეგ ამოიყვანეს, იქვე ახლოს წითელი ხიდის მიმდებარე მარკეტში საკვებიც უყიდეს, გამოკვებეს და ქუჩაში გაუშვეს, ბავშვები დაახლოებით 12-14 წლისანი იქნებოდნენ.

14800883_335870563442497_626040839_n14804868_335870743442479_2038314430_n

მდინარეში ჩავარდნილი ძაღლი თეთრ ქვებზე ამოსასვლელად დიდხანს წვალობდა, თუმცა მარტომ თავის გადარჩენა ვერ მოახერხა, წითელი ხიდიდან კი ამ ყველაფერს შუახნის მამაკაცები და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები შეესწრნენ, თუმცა არც ერთ მათგანს არ უცდია ცხოველის გადარჩენა. “მაშველი” ბიჭები რომ არა….გულია მთავარი, ის კი იმდენნაირია ქვეყნად….

კომენტარის დატოვება