ფერმერებმა სუფთა ფურცლიდან, დავალიანების გარეშე უნდა განაგრძონ მუშაობა

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ფერმერები სამელიორაციო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.  ამ შეღავათის სრული ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია და ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებმა სუფთა ფურცლიდან, დავალიანების გარეშე განაგრძონ მუშაობა – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ორი ტიპის შეღავათი. ერთი – მიმდინარე, 2020 წლის განმავლობაში წარმოქმნილი დავალიანება სამელიორაციო მომსახურებაზე, რომელიც ჰექტარზე 75 ლარს შეადგენს. მეორე – დაგროვილი გადასახადები, რომლებიც წლების განმავლობაში დაუგროვდათ ფერმერებს. ეს არის 12-დან 19 წლის ჩათვლით დაგროვებული თანხა, მაგრამ ძირითადი დავალიანებები დაგროვდა 2012 წლამდე. პირობითი იყო საირიგაციო მომსახურება, რასაც ამ პერიოდში სახელმწიფო სთავაზობდა ფერმერებს. ძირითადად საირიგაციო სისტემა იყო მოშლილი და საქართველოში 2012 წლისთვის დაახლოებით 400 ჰექტარი თეორიულად ირწყვებოდა. დღეს საქართველოში გასარწყავიანებულია 110 ათასი ჰექტარი მიწა და ჩვენი გეგმაა, რომ 200 ჰექტარს გადავცდეთ. ამაში ათეულობით მილიონი იხარჯება”, – განმარტა  დავითაშვილმა.