” მახსოვს 1956 წლის ბუდაპეშტი, ქუჩებში რუსული ტანკებით, მაშინ 9 წლის ვიყავი” – ჯოზეფ ბორელი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რამდენიმე დღის წინ თავის განცხადებაში მან უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციას შეადარა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნულ განცხადებას შემდეგნაირად უპასუხა:

„ყოველ შემთხვევაში, არავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი. ეს არის თავისუფალი არჩევანი. უნგრეთმა იცის საბჭოთა ოკუპაციის შესახებ. მახსოვს 1956 წლის ბუდაპეშტი, ქუჩებში რუსული ტანკებით, მაშინ 9 წლის ვიყავი. მართალი გითხრათ, მე ვერ ვხედავ მსგავსებას ბუდაპეშტის საბჭოთა ოკუპაციასა და მას შორის, რაც ბერლიმონტში (ევროკომისიის შტაბ-ბინა) ხდება. იქ მე არც ერთი ტანკი და იარაღი არ მინახავს“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.