„”ჰამასის“ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენება განსაკუთრებით სავალალო სისასტიკეს წარმოადგენს” – ევროკავშირის ლიდერები

ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში 27-მა ლიდერმა შეშფოთება გამოხატა ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების გამო და განაცხადა, რომ საჭიროა მათ, ვისაც დახმარება სჭირდებათ უწყვეტი, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა ჰქონდეთ ყველა საჭირო ზომის საშუალებით, მათ შორის ჰუმანიტარული დერეფნებისა და პაუზების უზრუნველყოფით.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო უმკაცრესად გმობს „ჰამასის“ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელზე.

„”ჰამასის“ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენება განსაკუთრებით სავალალო სისასტიკეს წარმოადგენს”, – აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები.