„უკრაინამ პრაქტიკულად შეასრულა ევროკომისიის 7 რეკომენდაცია და საპასუხოდ ჩვენ თქვენი ერთიანობის იმედი გვაქვს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროპის ერთიანობის მთავარი გეოპოლიტიკური გამოვლინება – ერთიანობა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე – უსაფრთხოების პერსპექტივიდანაც უნდა განიხილებოდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებს ვიდეო ჩართვის საშუალებით მიმართა.

„უკრაინამ პრაქტიკულად შეასრულა ევროკომისიის 7 რეკომენდაცია და საპასუხოდ ჩვენ თქვენი ერთიანობის იმედი გვაქვს – რომ მიიღებთ გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავს ევროკავშირის მთელ მომავალ გზას. ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი თანამედროვე ევროპის მხარეს ხართ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.