გადმოდის…თუ რჩება…

პატრიოტთა ალიანსისერთერმა ლიდერმა ადა მარშანიამ განაცხადა, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანის თაობაზე შეთანხმება, ნაწილობრივ, მიღწეულია. მისივე თქმით, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში გადმოვა.

შევთანხმდით, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და გადმოვა. ეს იქნება მაშნ, როდესაც მივიღებთ კონსტიტუციას“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

მის ამ განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გამოეხმაურა და  განაცხადა, რომ რაიმე განცხადებების გაკეთება ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია.

-„ვფიქრობ, რაიმე განცხადებების გაკეთება ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია. ჯერჯერობით, ყველანი ვართ სამუშაო რეჯიმში. ყველა საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია პირველადი კონსენსუსი” – განაცხადა კილაძემ.

 

კომენტარის დატოვება