„გულშემატკივრობენ იგილს, სასოებენ,რომ “ქალების მარშით” დაამხობენ ტრამპს…

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

ძაღლს რომ პატრონი აღარ ჰყავს და აღარ იცის ვის დაუყეფოს, ვის უკბინოს, ვის გაუქიცინოს კუდი-ვინ აჭმევს და დააჯილდოვებს ერთგულებისათვის-ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი მედია,არასამთავრობოები და მათი წიაღიდან გამოსული და მათ წიაღშივე მოტრიალე “პოლიტიკური სპექტრი”.

თეზისი,რომ რუსეთი ჩვენი მტერია,თურქეთი რუსეთის მტერია,ამიტომ თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია აღარ მუშაობს- რუსეთი და თურქეთი ერთობლივად ბომბავენ ისლამურ სახელმწიფოს.

თეზისი,რომ ჩვენი ურყევი ნება ევროკავშირისკენ და ნატოსკენ ოდესმე წარმატებით დაგვირგვინდება და რუსეთის ჯინაზე იქ ვინმე მიგვიღებს,ასევე სასაცილო გახდა,რადგან იქ არც არავინ გვიღებდა და ახლა ორივე ეს ორგანიზაცია იშლება.

იმედი ,რომ ამერიკა “ლიბერალური” იდეოლოგიის ჟანდარმად დარჩებოდა და პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებდა ნეოტროცკისტების ხელისუფლებაში შესანარჩუნებლად, დაიმარხა ტრამპის ინაუგურაციასთან ერთად.

რაღა დარჩენიათ?

გულშემატკივრობენ იგილს, სასოებენ,რომ მთელი მსოფლიოდან მოკრეფილი ლიბერალი აქტივისტებით დაკომპლექტებული “ქალების მარშით” დაამხობენ ტრამპს, რომ რუსეთი და თურქეთი კვლავ გადაემტერებიან ერთმანეთს და რუსეთი საერთოდ დაიშლება, მოკლედ იწყევლებიან,როგორც უმუშევრად დარჩენილი ნაც-მოძრაობის კოორდინატორები.
ლოგიკურია,ვინაიდან თვითონ სოროსის კოლექტიურ კოორდინატორად მუშაობდნენ.
ისე,სოროსელებისგან ახალი კონფიგურაციების დალაგებას რომ შეეშვებოდეს მთავარი დამლაგებელი,მისთვისვე იქნებოდა უკეთესი.

არ დამთავრდება ეს ამბავი კარგად არც მისთვის და არც ქვეყნისთვის.

კომენტარის დატოვება