საქართველოს ტერიტორიაზე მუსლიმ თემს უკვე გადაცემული აქვთ 150 მეჩეთი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ხუთი რელიგიური ორგანიზაციის მიმართვები განიხილეს. მათ შორის: სრულიად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ებრაული თემის, სომხური ეკლესიისა და “მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის” საკითხები.

მართლმადიდებლურ ეკლესიას, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთვის სულ 34 საკითხთან დაკივშირებით ქონდა მიმართვა, საიდანაც 25 დაკმაყოფილდა, 2-ზე, დაუსაბუთებლობის გამო უარი ეთქვათ, ხოლო 7 საკითხი კი დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო შემდგომი განხილვისთვის უკანვე დაუბრუნდათ. საკითხები ძირითადად შეეხებოდა ეკლესიების ასაშენებლად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართების საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემასა და მშენებარე ეკლესიებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსგან 24 საკითხი იყო გატანილი, საიდანაც 24-ვე მათგანი დაკმაყოფილდა. აქედან 20 საკითხი ეხებოდა ხულოს, ოზურგეთისა და ხელვაჩაურის რაიონში მეჩეთების გადაცემას. იგულისხმება სალოცავების სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ბალანსზე დარეგისტრირება . ერთი საკითხი შეეხებოდა მეჩეთის რესტავრაციაზე სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ დახმარებას და სამი საკითხი კი შეეხებოდა სამომავლოდ იურიდიული პროცედურების დაცვით ადიგენის რაიონში მდებარე მეჩეთების გადაცემას. ამასთან, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, დღეის მდგომარეობით სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე მუსლიმ თემს უკვე გადაცემული აქვთ 150 მეჩეთი.

რაც შეეხება სომხურ ეკლესიას. მათ ორი საკითხი ქონდათ დაყენებული. ორივე მათგანი ეკლესიების რესტავრაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსურ დახმარებას ეხებოდა, საერთო ჯამში 20 ათასი ლარის ოდენობით. სომხური ეკლესიის ორივე მოთხოვნაზე დადებითი რეკომენდაცია გაიცა.

რაც შეეხება ებრაულ თემს. მათ სულ ერთი საკითხი ჰქონდათ, კერზოდ საჩხერის რაიონში სინაგოგის გადაცემის თაობაზე, რომელზეც ასევე დადებითი პასუხი იქნა გამოტანილი. ამასთან, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, საერთო ჯამში მთელი საქართველოს მასშტაბით 17 სინაგოგაა გადაცემული ებრაული თემისთვის.

რაც შეეხება “მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა” საკითხს. მათაც ერთი საკითხი ქონდათ გამოტანილი. კერძოდ საკითხი შეეხებოდა ერთ-ერთ რაიონში მეშვიდე დღის ადვენტისტთა საკულტო ნაგებობაზე რელიგიური სიმბოლიკის დამაგრებას რაზეც ასევე დადებიტი რეკომენდაცია გაიცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2014 წელს შეიქმნა. მისი მიზანია რელიგიურ ორგანიზაციათა საკითხების შესწავლა და რეკომენდაციების გაცემა

2030

კომენტარის დატოვება