კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი უმრავლესობის სამმა დეპუტატმა არ დაუჭირა

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობდა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძე გადაეყენებინა, მაგრამ ამ საკითხს მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი 76 ხმა იყო საჭირო.

კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი უმრავლესობის სამმა დეპუტატმა არ დაუჭირა. ესენი არიან ლევან კობერიძე, ცოტნე ზურაბიანი და რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა 27 თებერვალს დატოვა.