გია ვოლსკი: გავაცოცხლოთ მკვდარ წერტილზე გაყინული ვითარება…

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის განხილვა  დაჩქარებულად არ უნდა მოხდეს, რადგან არ დაზიანდეს საქართველოს ინტერესები.

„ჩვენ შეგვეძლო ოკუპაციის კანონის მიღება საკმაოდ ადვილად, მაგრამ არის თემები, როლებზეც ბჭობა უნდა გაგრძელდეს. სასრაფოდ და გადაუდებლად არ უნდა განვიხილოთ, რომ არ დავაზიანოთ საქართველოს ინტერესი და ამავე დროს გავაცოცხლოთ მკვდარ წერტილზე გაყინული ვითარება. მხედველობაში მაქვს კონფლიქტური თემის ტრანსფორმირების საკითხი. ამ საკითხზე ბევრი შეკითხვები წარმოიშვა და ამიტომ ამ კანონის ფორსირება  არ გავაკეთეთ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარის დატოვება