ლაშა სტურუა: თბილისის მერობის კანდიდატი ვიქნები

ლაშა სტურუა

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი

როგორც მოგეხსენებათ ამა წლის შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და როგორც უკვე განვაცხადე -“პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობა” ამ არჩევნებისათვის აქტიურად ემზადება, ხოლო მე – მისი თავმჯდომარე – თბილისის მერობის კანდიდატად ვიქნები წარდგენილი ჩვენი მოძრაობის მხრიდან…

რაც დრო გადის ჩვენი მხარდამჭერთა რიცხვი სულ უფრო იზრდება, თუმცა სწორედ,რომ ეს მხარდამჭერები გარკვეულ შეშფოთებასაც გამოხატავენ, რაც აგრეთვე გასათვალისწინებელია უკვე მრავალწლიანი საარჩევვნო ისტორიის გათვალისწინებით.

გთავაზობთ ერთ-ერთი მხარდამჭერის მოსაზრებას.

მხარდამჭერი : – ” ლაშა, ძალიან მინდა შეიცვალის ქვეყანაში სიტუაცია, მაგრამ რა უნდა მოუხერხო იმ ფულით სავსე ტომრებს რომლებიც მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ, ძნელი წარმოსადგენია ამ ადამიანებმა არ შეეცადონ ფულითა და გავლენით თავიანთი ინტერესების განსახორციელებლად უკიდურეს ზომებს არ მიმართონ.იმედს ვიტოვებ მერის არჩევნებამდე ოცნების ისედაც შელახული რეიტინგი კიდევ მეტად დაიწევს და შანსი გამოჩნდება არჩევნები მეტ ნაკლებად ობიექტურად ჩატარდეს. წარმატებებს გისურვებ!”

ჩემი პასუხი: – ” ფული რა თქმა უნდა გარკვეულ გავლენას ახდენს არჩევნებზე, თუმცა არა გადამწყვეტს… გადამწყვეტი ფაქტორი – მაინც ამომრჩეველია. ინფორმირებული და გააზრებული არჩევანით შეიარაღებული ამომრჩეველი, რომელსაც არ დაეზარება და არჩევნების დღეს გამოცხადდება საარჩევნო უბანზე და საარჩევნო ბიულეტენს – გამოიყენებს!

თუ კი გვსურს ნამდვილად ჯანსაღ საზოგადოებად ვიქცეთ – პირველ როგში საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ და შემდეგ ამ “ტომრებს” , რომ ჩვენ არ ვიყიდებით… სხვა შემთხვევაში ეს “ტომრები” გადაწყვეტენ, რომ გვიყიდეს და როგორც ნაყიდ საგანს ისე მოგვეპყრობიან, რასაც ვუყურებთ ბოლო 25 წლის მანძილზე და რაც ჩემის აზრით შეურაცხმყოფელია!”

ასე,რომ მეგობრებო – “ფოჩიანი კანფეტებით” ნუ მოვიხიბლებით,(რომლებსაც წინასაარჩევნოდ მრავლად შემოგაძლევენ) და გააზრებული და ინფორმირებული არჩევანი გავაკეთოთ! სულ ესაა და ეს არც ისე რთული საქმეა… მხოლოდ დაინტერესება და ცოტა უფრო მეტი აქტიურობა უნდა,რათა გავარკვიოთ ვინ ვინ არის, ვინ საიდან მოდის, რა უკეთებია და შესაბამისად რისი გამკეთებელია მომავალში… ეს მცირე ანალიზი თითოეული თქვენგანის მხრიდან, ვფიქრობ სრულიად საკმარისია სწორი დასკვნების გამოსატანად და ამ დასკვნებზე დაყრდნობით სწორი არჩევანის გასაკეთებლად!

კომენტარის დატოვება