ტრამპს მართლმადიდებლური შობის უქმე დღედ გამოცხადებას სთხოვენ

ამერიკაში მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართეს და მართლმადიდებლური შობის უქმე დღედ გამოცხადების კანონის მიღება მოითხოვეს.

მართლმადიდებლებმა თეთრი სახლის საიტზე პეტიციაც გაავრცელეს და ხელმოწერებს აგროვებენ.

პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ ყოველ წელს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, 7 იანვარს მართლმადიდებლებს უხდებათ სამსახურიდან დათხოვნა, რის გამოც ხშირად პრობლემებიც ექმნებათ. ზოგი იძულებულია ბიულეტინზე გავიდეს, რათა სამედიცინო ცნობა წარადგინოს დანიშნულების ადგილზე.

პეტიციისთვის საჭიროა 100 ათასი ხელმოწერა, რაც 5 ტებერვლამდე უნდა შეაგროვონ.

კომენტარის დატოვება