SOS!!! ამას უბრალოდ ვერ და არ გავატარებთ! საგარეო საქმეთა სამინისტრო – იმოქმედე!

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნუმიზმატიკის  საერთაშორისო კვირეულზენიუიორკში ოკუპირევული აფხაზეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსით მონაწილეობდა

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a3-%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a4/

პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის, ადვოკატი ლიდერი ლაშა სტურუა ეხმიანება:

– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ – სწრაფი და მკაცრი რეაგირებისაკენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით!
… ვფიქრობთ,რომ ა.შ.შ. – ს ელჩი გამოძახებულ უნდა იქნეს საგარეო უწყებაში და მოეთხოვოს ახსნა-განმარტება!
… მასვე უნდა გადაეცეს საპროტესტო ნოტა, ხოლო ხსენებული ღონისძიების ორგანიზატორებს კი უნდა მოეთხოვოს საჯარო ბოდიშის მოხდა საქართველოს სახელმწიფოს წინაშე!
– წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ავანტიურისტული გამოხდომები გაგრძელდება და ერთ მშვენიერ დღეს – შესაძლოა პოლიტიკური აღიარებაც მოჰყვეს,რაც ქართული სახელმწიფოებრიობისათვის ფატალური შედეგით დასრულდება!

საგარეო საქმეთა სამინისტრო – იმოქმედე!

P.S. – ამ ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში “პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობა” – პარტნიორ ორგანიზაციებთან და მხარდამჭერებთან ერთად დაიწყებს საპროტესტო აქციებს – საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით!

ამას უბრალოდ ვერ და არ გავატარებთ!!!

ცნობისთვის:

სააგენტო უკვე დაუკავშირდა  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტს და ოფიციალურ პასუხს მიღებისთანავე მივაწვდით საზოგადოებას.

კომენტარის დატოვება