დავით ნემსაძე გენერალური შტაბის უფროსს, ვლადიმე ჩაჩიბაიას ღია წერილით მიმართავს

სამხედრო ბლოგერი, შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი , არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა სახლის” სამხედრო მიმართულებათა საკითხების განყოფილების უფროსი დავით ნემსაძე თავდაცვის გენერალური შტაბის უფროსს, ვლადიმე ჩაჩიბაიას ღია წერილით მიმართავს:

-„საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა მორალის ,,კაცი“ ხელმძღვანელობს გენერალურ შტაბს! 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მაშინ როდესაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობა დასრულებული არ იყო, დღევანდელი გენერალური შტაბის უფროსი იმდროისთვის პოლკოვნიკი (ახლა უკვე ბრიგადის გენერალი) ვლადიმერ ჩაჩიბაია დაკავებული იყო ,,ტაბახმელაში“ ნაკვეთების შეძენით.

დაარღვია კანონი ჩაჩიბაიამ? არა! თუმცა ისმის კითხვები:

 

  1. თქვენ, ბატონო ვლადიმერ, მაშინ, როდესაც ქვეყანაში საომარი სიტუაცია დასრულებული არ იყო და საქართველო კარგავდა ტერიტორიებს, პირადი მიწის საყიდლად საჯარო რეესტრში მისასვლელი დრო გქონდათ?

 

  1. რა ღირს ,,ტაბახმელაში“ 2502 კვადრატული მიწის ნაკვეთი?

 

  1. ვინ იყო ის ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი ქურუმთ-ქურუმი, რომელმაც თქვენთან ერთად ამ მეტად საჭირბოროტო დროს სააგარაკო მიწა მოიზომა? (ჩვენ ამას მოვიძიებთ და წარუდგენთ საზოგადოებას)

 

  1. ალბად იცით, რომ უამრავი ოფიცერი და ვეტერანი უსალხლკაროა. როგორც საჯარო რეესტრის გვერდი გვეუბნება სხვისი ბინის შესაძენადაც იპოთეკარობდით, საიდან, ბატონო ლადო, ამხელა ფული და ამხელა ,,სიკეთე“?

 

P.S. რა მორალითაც მიწებს ყიდულობდი ომის დროს და რა მორალითაც იპოთეკარობდი, ზუსტად იმ მორალით უძღვები და შლი დღეს შეიარაღებულ ძალებს:

 

  1. სამსახურიდან აპანღურებ დამსახურებულ ვეტერანებს.

 

  1. სახლში უშვებ გამოცდილ და ნაბრძოლ მფრინავებს, რომელებიც წარმოადგენენ შეიარაღებული ძალების განსაკუთრებულ ელიტას.

 

3.მცდელობა გაქვს ,,დააკონსერვო“ საბრძოლო ავიაცია (რომელიც არის ყველაზე შორი ხელკეტი ქართული არმიის)

 

4.გამოცდილი კადრების მაგივრად სამსახურში მოგყავს შენი უნიჭო ნათლიმამები და სამეგობრო, ასევე ისეთი თანამდებობისთვის შეუფერებელი პირები, ვინც ამ მავნე განზრახვაში ხელს შეგიწყობენ (გახდებიან რა უსიტყვო შემსრულებლები თქვენი დანაშაულებრივი ბრძანებების მაგ. ნინუა და ცაბაძე) .

იქნებ გეყოს ეგ მარაზმი?! გაეცალო მაქაურობას და წახვიდე იმ შენს ნაკვეთში და თესო და ხნა,  თუ 2502 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი არ გეყოფა, მზადვარ ერთი მაგდენი მამაპაპისეული სამემკვიდრეო მიწიდან ჩამოგიჭრა და გადმოგიფორმო. თქვენ მაგ მორალით სოფლის მეურნობას უფრო გამოადგებით, ვიდრე შეიარაღებულ ძალებს. თუ ერს ისე გაუჭირდება , რომ შენი თავი დასჭირდა, როგორც ცინცინატუსს მიაკითხეს ყანაში თალგამისა და წითელი ჭარხალის თესვის დროს, ისე მოგაკითხავენ და იმედია მაგ დროს ჯერ ყანაში დახვდებით და მერე ხელების მაგივრად ფეხებს დაიბანთ, რადგან აყალო მიწამ აყოლა იცის.

P.S. ამონაწერები რეესტრიდან ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაიას ,,იპოთეკარობის“ და მიწების შეძენის შესახებ…

სააგენტოსგან:

თუ ვლადიმერ ჩაჩიბაია მოისურვებს საჯაროდ პასუხი გასცეს ან კომენტარი გააკეთოს დავით ნებსაძის წერილზე, სააგენტო მზად არის მისი პასუხი მკითხველამდე მიიტანოს.

 

კომენტარის დატოვება