„მივიღეთ ამოქმედებული “კვაზი – რეგულაციები”, რომლებიც თავიდანაა დასარეგულირებელი…ბრძოლას ვაგრძელებთ!“

ონლაინ სესხებმა რეორგანიზაციის შემდეგ პირობები უფრო მეტად დაამძიმეს. ახალი რეგულაციების შემდეგ სწრაფი სესხის სწრაფად აღების სურვილის შემთხვევაში კიდევ საკომისიო გემატებათ, ასე რომ დასაბრუნებელი თანხა უფრო მეტია. ზოგიერთმა კომპანიამ გადავადების სერვისიც გააუქმა და მსესხებლის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“ ერთ-ერთი იყო, ვინც ონლაინ სესხების აკრძალვას და რეგულაციას მოითხოვდა, ამ მოთხოვნებით აქციებსაც მართავდა.

რას ფიქრობს მოძრაობის ლიდერი და რამდენად კმაყოფილია ახალი რეგულაციებით? ამ თემაზე სასაუბროდ მოძრაობის ლიდერს, ადვოკატ ლაშა სტურუას მას მერე დავუკავშირდით, რაც სოციალურ ქსელში აქციის სურათები დადო და მინაწერი გააკეთა:

-„ბრძოლლა “ონლაინ – კრედიტებისა” და ე.წ “ამომღები კომპანიების” წინააღმდეგ, რომელმაც არასაკმარისი, მაგრამ გარკვეული შედეგი მაინც გამოიღო…“

  -თქვენ იყავით ერთ-ერთი, რომელიც “ონლაინ – კრედიტებისა” და ე.წ “ამომღები კომპანიების” წინააღმდეგ, აქციებსაც ატარებდით. . ამბობთ, რომ ბრძოლამ არასაკმარისი, მაგრამ გარკვეული შედეგი მაინც გამოიღო…დაწესდა ახალი რეგულაციები. როგორ შეაფასებთ ამ ახალ რეგულაციებს?

-დიახ ნამდვილად ჩვენ – “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა” გახლდით ერთერთი პირველი ვინც ამ კომპანიების საქმიანობის საკანონმდებლო რეგულაციებში მოქცევას ითხოვდა, როგორც სხვა ფინანსური ინსტიტუციების შემთხვევაში… ამ ბრძოლამ გარკვეული შედეგი გამოიღო და ა/წ 16 იანვრიდან დაწესდა გარკვეული რეგულაციები, თუმცა ვფიქრობთ, რომ %-ის ზედა ზვარი, რომელიც დაწესდა სამოქალაქო კოდექსით მაინც მეტად მაღალია (წლიური100%).

-ონლაინ კომპანიებმა დააწესეს სწრაფად სარგებლობის დამატებითი % და ზოგიერთმა გააუქმა გადავადების სისტება, რაც საკმაოდ მძიმედ აისახა მოქალაქეებზე. ფაქტიურად გაიზარდა გადასახდელი თანხა.

-გავრცელდა ამგვარი ინფორმაციებიც, რომ ონლაინ კომპანიებმა აღნიშნული რეგულაციების შემდეგ საკუთარი პოლიტიკა შეცვალეს… როგორც ვიცით ზოგი მიკროსაფინანსოდ გადაკეთებას აპირბს, ზოგიც კი ამგვარ მანიპულაციებს მიმართავს… სწორედ ამიტომ ვამბობთ ხშირად,რომ კანონი ისე უნდა იყოს დაწერილი,რომ მისი ინტერპრეტაციისა და მისით მანიპულაციის საშუალებას არ იძლეოდეს,რაც ამ სემთხვევაში სახეზე გვაქვს და რაც განაპირობა პოპულისტურმა,ნაჩქარევმა და არასაქმიანმა მიდგომამ საკითხისადმი და რამაც ამ კომპანიების გაქნილ მესვეურებს,(რომლებსაც როგორც ამბობენ არც ისე დაბალი რანგის მფარველები ჰყავთ) მისცა ახალი ფინანსური ხრიკებისა და მაქინაციების საშუალება.

 -პირადად თქვენ, როგორც იურისტი, რას შეცვლიდით ამ სისტემაში და აგრძელებთ თუ არა ბრძოლას ამ მიმართულებით?

-მე,როგორც იურისტიც და როგორც პარტიის ლიდერიც რა თქმა უნდა ვაგრძელებ ჩემს გუნდთან ერთად ამ მიმართულებით ბრძოლას იქამდე სანამ ეს საკითხი საზოგადოების სასარგებლოდ არ იქნება დარეგულირებული… ა)პირველ რიგში ე.წ პროცენტული განაკვეთის ზედა ზღვარი უნდა შემცირდეს ონივრულ ოდენობამდე, რათა ერთის მხრივ ამ ბიზნესის არსებობა(სწრაფი ფულის ხელმისაწვდომობა არსებობდეს) საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით, ხოლო მეორეს მხრივ ეს “სწრაფი ფული” ამავ დროს “იაფიც” იყოს და მომხმარებელს ხელის შეწყობის ნაცვლად კაბალურ მდგომარეობაში არ აყენებდეს. ბ)და მეორე ამ საკითხიდან ვერ გამოვაცალკევებ – ე.წ “პრობლემური აქტივების ბიუროების” ,საზოგადოებისთვის უფრო გასაგებ ენაზე – “ამომღები კომპანიების” საქმიანობას… ვფიქრობთ ამ კომპანიებსაც უნდა დაუწესდეს პრობლემურ გადამხდელებთან ურთიერთობის მკაცრი რეგულაციები,რადგანაც,როგორც ცნობილია ისინი ძირითად შემთხვევაში აგრესიულ რიტორიკას,შანტაჟს,მუქარას და სხვა ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებს მიმართავენ, რითაც ისინი უხეშად არღვევენ:

1. პერსონალურ მონაცემთა გაუხმაურებლობის ვალდებულებას და ვფიქრობ ყოველი ასეთი ფაქტით პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი უნდა იყოს დაიუნტერესებული…

2. ხშირ შემთხვევაში ამომღები კომპანიები მომხმარებელს ქონების დაადაღებითა და გაყიდვით ემუქრებიან, რითიც აშკარად აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებას,რადგან მსგავსი პროცედურები მხოლოდ სასამართლოსა და აღმასრულებლის ექსკუზიური უფლებამოსილებაა და მოვუწოდებდი – აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაინტერესდეს მსგავსი ფაქტებით.

3. ჩემი აზრით ყველაზე მძიმე კი ის სამწუხარო ფატალურად დასრულებული უკვე არაერთი შემთხვევაა,როდესაც სწორედ ამგვარი ზეწოლის ნიადაგზე ადამიანებმა უბრალოდ თავი მოიკლეს, ამას კი სისხლის სამართლის კოდექსის ენაზე – პირდაპირ ჰქვია ” თვითმკვლელობამდე მიყვანა” 115-ე მუხლი და აღნიშნულ შემთხვევებზე ძალოვანი სრტუქტურები ვალდებულნი არიან დაიწყონ გამოძიება.

როგორც ხედავთ ,ეს კომპლექსური საკითხია და შესაბამისად მის მომზადებასა და ცხოვრებაში გატარებას თუ კი გსურს,რომ საზოგადოებას რეალურად სიკეთე მოუტანოს სწორედ,რომ კომპლექსური მიდგომა სჭირდებოდა და არა ისეთი სპონტანური,რომლითაც მივიღეთ 16 იანვრიდან ამოქმედებული “კვაზი – რეგულაციები”,რომლებიც თავიდანაა დასარეგულირებელი… შესაბამისად ბუნებრივია,რომ ჩვენ ამ კუთხით ბრძოლას ვაგრძელებთ!

კომენტარის დატოვება