ტრამპი გადახედავს ამერიკის როლს საერთაშორისო ორგანიზაციებში

The New York Times წერს, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს გადახედოს ამერიკის როლს სხვადასხვა საერთაშორისო ორგაზინაციებში და მათ შორის გაეროშიც.

გამოცემის მონაცემებით, ერთ-ერთი კანონი, რომელიც ამ კუთხით იქნება მიღებული,  კრძალავს აშშ-ს მიერ ნებისმიერი იმ ორგანიზაციის დაფინანსებას, რომლებმაც პალესტინის ნაციონალურ ადმინისტრაციას სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიანიჭეს, ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ აბორტებს, ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ირანის და ჩრდილოეთ კორეის  წინააღმდეგ სანქციების დაძლევისთვის.

გარდა ამისა, განიხილება ის ორგანიზაციები, რომლებიც აკონტროლებენ ან იმყოფებიან იმ სახელმწიფოების გავლენის ქვეშ, რომლებიც ტერორისტებს აფინანსებენ და მუდმივად არღვევენ ადამიანის უფლებებს.

გამოცემის თქმით, ახალი კანონი 40%-მდე ამცირებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებას.

უკვე ცნობილია, რომ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საზღვრის დაცვის და იმიგრაციის კანონებს.

 

კომენტარის დატოვება