რატომ არ შეიძლება მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვა?

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი “

რატომ არ შეიძლება მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვა?

1. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიყიდვისას აწესებს მრავალი სახის შეზღუდვას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ყველგან მიწას განიხილავენ, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელ სტრატეგიულ რესურსად და საკუთარი შთამომავლობის გარანტირებულ საკვებ ბაზად.

2. მიწა, არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, სტრატეგიული, შეუცვლელი, გაუმრავლებელი და მილევადი რესურსი.

3. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისათვის (ადგილობრივი წარმოების კვების ძირითადი პროდუქტებით საკუთარი მოსახლეობის გამოკვება) აუცილებელია სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა იყოს საქართველოს სახელმწიფოს ან/და მისი მოქალაქეების საკუთრებაში.

4. წამყვანი ევროპული ქვეყნების და აშშ–ს კანონმდებლობაში მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაყიდვასთან დაკავშირებით, ისეთი უმკაცრესი რეგულაციებია დაწესებული, რომ მიწას უცხოელი ფაქტიურად ვერ შეიძენს.

5. ვინც ამბობს რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა დისკრიმინაციულია, ჯერ ერთი შევახსენებ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მრავალი მუხლია, სადაც უფლებებში უცხოელი საქართველოს მოქალაქისგან განსხვავებულია (ასეც უნდა იყოს) და მეორეც, ხლისტებო!!! სახელმწიფოს დასახელება საქართველოც დისკრიმინაციული ხომ არ არის???

კომენტარის დატოვება